ღვინის დეგუსტაცია 2022
- ღვინის დეგუსტაციას უძღვება საოჯახო მარან „ოდას“ დამფუძნებელი, ღვინის მწერალი, ესეისტი ქეთო ნინიძე;
- ღვინის დეგუსტაცია აერთიანებს სამეგრელოს, იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის ვაზის იშვიათი ჯიშების ორგანული ვენახების მოსავლებისგან დაყენებულ, 6 დასახელების ბუნებრივ (დაუმუშავებელ, გაუფილტრავ)
- ღვინის დეგუსტაციის პარალელურად ქეთო ნინიძე ისაუბრებს სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებულ, უნიკალურ ტრადიციებზე, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოების სპეციფიკაზე, მეგრული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშების აღდგენის ისტორიასა და საოჯახო მარნის, „ოდას“ ადგილზე სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის უახლეს ისტორიაში;
- დეგუსტაციის ხანგრძლივობა - 1 საათი;
- ფასი პერსონაზე - 70 GEL;
- ჯგუფში წევრების მინიმალური რაოდენობა - 4 პერსონა;
- პარტნიორებისთვის მოქმედებს ფასდაკლება 10+ სტუმრის შემთხვევაში.
თეთრი
1. ცოლიკოური 2021. თეთრი, მშრალი. იმერეთი, სოფ. გორდი (ხონი).
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, უდედოდ. ჩამოსხმულია მხოლოდ 400 ბოთლი.
ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.
ქარვისფერი
2. ცოლიკოური 2021. ქარვისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (მარტვილი).
დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, ბუნებრივად, ქვევრში, 1 თვით. დავარგებულია ქვევრში, 6 თვით. ჩამოსხმულია მხოლოდ 800 ბოთლი.
ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.
ვარდისფერები
3. შიშველი ოჯალეში 2021. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (მარტვილი).
დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია 5 თვით, ქვევრში. ჩამოსხმულია მხოლოდ 800 ბოთლი.
ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.
4. ირინა 2021. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (მარტვილი), ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი).
ჯიშური შემადგენლობა: ცოლიკოური, ორბელური ოჯალეში.
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, უდედოდ. ჩამოსხმულია მხოლოდ 900 ბოთლი.
ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.
წითლები
5. ძელშავი 2021. წითელი, მშრალი. რაჭა, სოფ. ბოსტანა (ამბროლაური).
დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, დავარგებულია ქვევრში, 6 თვით. ჩამოსხმულია მხოლოდ 1200 ბოთლი.
ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.
6. ოჯალეში 2021. წითელი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (მარტვილი).
დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე 1 თვით. დავარგებულია ქვევრში 5 თვით. ჩამოსხმულია მხოლოდ 350 ბოთლი.
ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.