×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda

    მაისი გემოების თვეა. საკუთარი და სხვისი ახალი ღვინოების აღმოჩენის დრო. ჩვენც საკუთარი ქვევრებიდან დავიწყეთ და მივდექით ჯერ მეგობრების, მერე - ნაცნობ-უცნობების ღვინოებს, განუკითხავად წარმომავლობისა, კანის ფერისა და ასაკისა. კახურებს წელს ცეცხლი მოჰკიდებოდათ. შარშანდელი გვალვიანი მოსავლის შემდეგ რქაწითლებისა და ქისების ალკოჰოლი ზოგიერთი ზვრებიდან 16-საც კი ურტყამდა.

    ჩვენებიც საინტერესოები გამოდგნენ. ვინო მარტვილის ბიჭებმა (ჩემმა ქმარმა და მეგობრებმა) ახალ ღვინოებში გაცილებით ნაკლები ჭაჭა ჩართეს. ამიტომ შარშანდელ მოსავალთან შედარებით, 2017-ის ცოლიკოური და კრახუნა გაცილებით მხიარული, მსუბუქი და იმერულად მოჭიკჭიკე გამოუვიდათ. ასეთი ხალასი ღვინოები ამ ერთი წლის წინ კვალითში, არჩილ გუნიავასთან გავსინჯე და ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა. ისე კი, თუ დავივიწყებთ, რომ მეტი ჭაჭა მეტი თავსატეხია, კახური მეთოდით დაყენებული იმერული ღვინოებიც არანაკლებ მიყვარს. ჩემთვის, დასავლეთის მაღალმჟავიანებში ტანინები გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ბევრი კახურისშემთხვევაში. ვინო მარტვილის ე.წ. პორტფოლიოს ახალი ღვინოებიდანგანსაკუთრებით საინტერესოდ თავი გაგვაცნო მსუბუქი სხეულის, ელეგანტურმაალადასტურმა როხიდან (ბაღდათი). ორბელური ოჯალეში კი, როგორც ყოველთვის, ნაადრევად დაბრძენებული ყმაწვილივით ჭკუადამჯდარი გამოდგა.

    წაიკითხე მეტი...

    სტატიის ავტორი ქეთო ნინიძე, 2018-05-24