ღვინისა და კერძის შეხამება
თავისუფლება რუსული რეჟიმის მძევლებს!
ღვინისა და კერძის შეხამება
მენიუს შესახებ
მენიუ, უმეტესად, განკუთვნილია მოგზაურებისთვის, ვისთვისაც შედარებით უცხოა დასავლეთ საქართველოს ღვინოები და ვისაც სურს, ღვინისა და რეგიონული სამზარეულოს შეხამებით გაეცნოს დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი - სამეგრელოს გასტრონომიულ კულტურას.
მენიუ მოიცავს
ოდას ოთხ, სადეგუსტაციო პორცია (50 მლ.) ღვინოს. ღვინოები დაყენებულია ორგანული ვენახების მოსავლებისგან, სპონტანური ფერმენტაციით, ქვევრში, დანამატების გარეშე;
ღვინოებთან გემოვნურად შეხამებულ ოთხ მეგრულ კერძს, სადეგუსტაციო პორციით;
სტუმრებს დაურიგდებათ ბარათები, ღვინოებისა და კერძების შესახებ ინფორმაციით (ქართულ/ინგლისურ ენაზე);
ხანგრძლივობა - 1 საათი;
მინიმალური რაოდენობა - შეუზღუდავია;
ფასები
60 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);
18+ Pers - ოდას პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს ფასდაკლება.
კომპანიებისთვის, რომლებიც მარტვილში ორგანიზებას უწევენ სერიულ ტურებს (თვეში 3 და მეტი ტური) განვიხილავთ ინდივიდუალურ შეთავაზებებსა და დამატებით შეღავათებს. დაგვიკავშირდით ელფოსტაზე oda.wines@gmail.com
კომპანიებისა და ტურისტული გიდებისთვის, ვისთანაც არ გვქონია თანამშრომლობის გამოცდილება, პირველ ვიზიტზე საჭიროა სადილის სრული ღირებულების 30-50%-ის (დამოკიდებულია ჯგუფის მოცულობაზე) ავანსით დაზღვევა.
ვარდისფერი
1. ორბელური ოჯალეში 2024. ვარდისფერი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. საკახიერი (ორბელი, ცაგერი);
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში.
კერძის შეხამება
პიტნიანი ნადუღით დატენილი ჭყინტი გებჟალიას ხვეულები;
ქარვისფერი
2. ცოლიკოური 2024. ქარვისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი);
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში, ჭაჭაზე, 6 თვით.
კერძის შეხამება
მომცრო მჭადებზე გადასმული ნიგვზიანი სტაფილოს პასტა;
წითელი
3. ძელშავი 2024. წითელი, მშრალი. რაჭა, სოფ. ბოსტანა (სადმელი, ამბროლაური);
დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, ხანმოკლე მაცერაციით, დავარგებულია უდედოდ, ქვევრში, 6 თვით.
კერძის შეხამება
ლობიოთი და მწნილით დატენილი ტყლაპის მომცრო ტაკო;
4. ორბელური ოჯალეში 2024. წითელი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. საკახიერი (ორბელი, ცაგერი);
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, 8 თვით.
კერძის შეხამება
მობრაწული ღომის ტარტები მეგრული ხარჩოთი.