*აირჩიეთ თითო სექციიდან თითო კერძი და ერთი ღვინო
თავისუფლება რუსული რეჟიმის მძევლებს!
*აირჩიეთ თითო სექციიდან თითო კერძი და ერთი ღვინო
მადისაღმძვრელი / სალათი
ქათმისა და ღომის ხრაშუნა, მადისაღმძვრელი ჩხირები აჯიკიანი თაფლის საწბელთან;
ძველებური, ნაღდი მეგრული, თბილი მუხუდოიანი მჭადი შაშხთან, მწვანე აჯიკის კარაქთან, გაწურული მაწვნისა და მოხრაკული ხახვის დიფთან;
ნარგილეფ (მოგრილებულ) და შეპიწკინებულ ღომის ტარტებზე გადასმული ჯურჯანის (კუჭმაჭის) პატე, გაწურული მაწვნითა და ფერმენტირებული ჭარხლით;
კაჭაბეთი შენელებული ცინცხალი კიტრისა და ქათმის მკერდის გრილი, საზაფხულო სალათი სეზონური ხილით. ბებიას ქვინჯის სურნელის გახსენება;
მთავარი კერძი
აჯიკით შენელებული, მობრაწული ბარკალი და ცხელ-ცხელი ღომი, კინჩხის ღანძილით, ჩვენი ბაღის ტყემლის წვენით;
ძველებური ყაიდის საცივი, გლეხურად. რეკომენდებულია მჭადთან მირთმევა;
დიდი ჭყონის კუჭმაჭი, ასხის მთის მწყემსების გაწურული მაწვნით;
დესერტი
ნადუღის ჰაეროვანი კრემი, ლიმონის ცედრით, მჭადის მიწით;
გებჟალიას ბურთი გაწურული მაწვნის გულსართით, მორთმეული მობრაწულ მსხალთან;
ღვინო
ცოლიკოური 2024. ქარვისფერი, მშრალი. ქვევრი. სამეგრელო (მარტვილი);
ორბელური ოჯალეში 2024. ვარდისფერი, მშრალი. ქვევრი. ლეჩხუმი (ორბელი);
შუშის კედელი 2023. ვარდისფერი, მშრალი. ქვევრი. სამეგრელო, ლეჩხუმი (თარგამეული, ორბელი);
გაძღირკია 2023. ჯიშები: ორბელური ოჯალეში, ძელშავი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი / რაჭა, სოფ. ბოსტანა;
ძელშავი 2024. წითელი, მშრალი. ქვევრი. რაჭა (ბოსტანა);
ორბელური ოჯალეში 2022. წითელი, მშრალი. ქვევრი. ლეჩხუმი (ორბელი).