მეგრული სადილი ოჯახურ მეურნეობაში
თავისუფლება რუსული რეჟიმის მძევლებს!
მეგრული სადილი ოჯახურ მეურნეობაში
მენიუს შესახებ
მეგრული სადილი ოჯახურ მეურნეობაში შედარებით დაბალბიუჯეტიანი მენიუა. ის გათვლილია მოგზაურებისთვის, რომელთაც სურთ არა განსხვავებული კონცეფციის, სრულყოფილი მეგრული გასტრონომიული გამოცდილების მიღება, არამედ, გემრიელი, ყუათიანი, ადგილობრივი სადილის მირთმევა ყველასათვის ცნობილი მეგრული კერძებითა და ღვინოებით. მენიუ ეფუძნება Farm2table მიდგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძები მომზადებულია, უმეტესად, ჩვენი ოჯახისა და თანამშრომლების ოჯახურ მეურნეობებში მოყვანილი / დამზადებული ნედლეულით.
მენიუ მოიცავს
ხუთ თავ (გასაზიარებელ) კერძს;
ორ (75 მლ.) ღვინოს;
ხანგრძლივობა - 2 სთ.
მინიმალური რაოდენობა - 5 Pers
ფასები
სტუმრები - 55 GEL/Pers (დღგ-ს ჩათვლით);
თანმხლები პერსონალი - ოდას პარტნიორი კომპანიებისთვის უფასო. სხვა შემთხვევაში - 25 GEL/Pers (დღგ-ს ჩათვლით);
30+ Pers - პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება;
30+ Pers.- ოდას დამფუძნებლის მასპინძლობა, მარნისა და ვენახის ტური უფასო. სხვა შემთხვევაში, მასპინძლობის/ტურის ღირებულებაა 200 GEL/Group (დღგ-ს ჩათვლით).
კომპანიებისთვის, რომლებიც მარტვილში ორგანიზებას უწევენ სერიულ ტურებს (თვეში 3 და მეტი ტური) განვიხილავთ ინდივიდუალურ შეთავაზებებსა და დამატებით შეღავათებს. დაგვიკავშირდით ელფოსტაზე oda.wines@gmail.com
მეგრული ფოლკლორული სიმღერების შემსრულებელი ანსამბლის, მარგალეფის პროგრამა - 800 GEL.
კომპანიებისა და ტურისტული გიდებისთვის, ვისთანაც არ გვქონია თანამშრომლობის გამოცდილება, პირველ ვიზიტზე საჭიროა სადილის სრული ღირებულების 30-50%-ის (დამოკიდებულია ჯგუფის მოცულობაზე) ავანსით დაზღვევა.
კერძები
მადისაღმძვრელი
1. ბრუსკეტები ზეითუნის ზეთში მარინირებული, ჩვენი ეზოს ხურმის ჩირითა და სახლის ნადუღით;
სალათი
2. ნიგვზით შენელებული პომიდვრის (/ღანძილის / კეჟერას) მწნილი ცხელი მჭადებით;
გამომცხვარი
3. ყუათიანი, ფუმფულა მეგრული ხაჭაპური, ზემოდან მოჭედილი ყველით;
მთავარი კერძი
4. მეგრული საცივი გლეხურად, ჩვენი ეზოს ცოცხალი, არომატული მწვანილეულით;
/ ვეგეტარიანული ვერსია:
ოჯალეშში მომზადებული ლობიო, საზეპურო კერძი, ფრანგულ მოტივებზე;
დესერტი
5. სეზონური ხილის ქრამბლი სოფლურად, მეგრული შტრიხებით.
ღვინოები:
შუშის კედელი 2023. ვარდისფერი, მშრალი. ქვევრი. სამეგრელო, ლეჩხუმი (თარგამეული, ორბელი);
ორბელური ოჯალეში 2022. წითელი, მშრალი. ქვევრი. ლეჩხუმი (ორბელი).