ავთენტური, მეგრული კერძები, ოღონდ, ახლებურად
მადისაღმძვრელები
* ფასები მოიცავს მომსახურების გადასახადს
1. მჭადის ხრაშუნები, aka ჩიპსები, კაჭაბეს ნიგვზიან დიფთან (ვეგანური, უგლუტენო) 19GEL
2. მეგრულად, ლობიოში ჩახარშული ტყლაპის ნაცვლად, ტყლაპში შეხვეული ლებიას პასტა (ვეგანური, უგლუტენო) 20GEL
3. ქათმისა და ღომის ხრაშუნა, მადისაღმძვრელი ჩხირები აჯიკიანი თაფლის საწბელთან 21GEL
4. ბჟა - გებჟალიას ბურთი გაწურული მაწვნის გულსართით (ვეგეტარიანული, უგლუტ.) 29GEL
5. შეპიწკინებულ ღომის ტარტებზე გადასმული ჯურჯანის (კუჭმაჭის) პასტა, გაწურული მაწვნითა და ფერმენტირებული ჭარხლით (უგლუტენო) 23GEL
სალათები
1. კაჭაბეთი შენელებული ცინცხალი კიტრისა და ქათმის მკერდის გრილი, საზაფხულო სალათი სეზონური ხილით. ბებიას ქვინჯის სურნელის გახსენება (უგლუტენო) 25GEL
2. ჩინჩოლია სალათი - მწვანე აჯიკასა და კახურ ზეთში ამოვლებული სურნელოვანი პომიდორი დაჩეჩილი ყველის ჩინჩოლიებით, ჩვენი ეზოს რეჰან-შაშკვლავით (ვეგეტ., უგლუტენო) 22GEL
3. ტყაშმაფა - თბილი და ყუათიანი სალათი მობრაწული ბადრიჯნითა და ცვრიანი ღორის ხორცით, ხორბლის მარცვლებითა და ჩვენი ბაღჩის კენკრით, აფხაზური ძრძით გაცოცხლებული. დაგანაყრებს და არ დაგამძიმებს 32GEL
4. ფუჩხოლია სალათი - პარკოსნების სალათა ჭყინტი ლობიოთი, მუხუდოთი, ბარდითა და მჭადის ხრატუნა ფუჩხოლიებით, ამოვლებული ბაჟას საწბელში (ვეგანური, უგლუტენო) 23GEL
პურები და გულსართიანები
1. ყუათიანი მეგრული ხაჭაპური, ზემოდან მოჭედილი ყველით (ვეგეტარიანული) 32GEL
2. სიმინდის პურები - მუხუდოიანი ჭკიდი (მჭადი), ჭვიშტარი, ჩაჩამუტა ჭკიდის ხმიადი, ნარგილეფ ღომი (ვეგეტარიანული. მუხუდოიანის გარდა, ყველა უგლუტენო) 18GEL
3. თბილ-თბილი შოთის პური (ვეგანური) 5GEL
ღომი
1. ნინო მითაგვარიას დიდებული ელარჯი (ვეგეტარიანული, უგლუტენო) 17GEL
2. გაპრანჭული ღომი. რიზოტოს სტილში, მომზადებული თეთრ ღვინოსა და ნაღებში, გაწურული მაწვნით, მკუხე ვაშლით, ჩვენი ბოსტნის ცოცხალი მწვანილეულით (ვეგეტ. უგლუტენო) 23GEL
კვარები
ნახევარმთვარე, ყვალამ კვარები აფხაზური ძრძის ცინცხალი საწბელით, პორშირებული კვერცხით (ვეგეტარიანული) 27GEL
მთავარი კერძი
1. აჯიკით შენელებული, მობრაწული ბარკალი და ცხელ-ცხელი ღომი, კინჩხის ღანძილით, ჩვენი ბაღის ტყემლის წვენით (უგლუტენო) 32GEL
2. ძველებური ყაიდის საცივი, გლეხურად. რეკომენდებულია მჭადთან მირთმევა 28GEL
3. ჩვენი ეზოს ცოცხალი მწვანილებით შენელებული, თავბრუდამხვევად არომატული, საზაფხულო აჯაფსანდალი, ცხარე წიწაკასთან ერთად მორთმეული (ვეგანური) 24GEL
4. მისი აღმატებულება, მეგრული ხარჩო შებოლილი სულგუნის ანათალით, მეგრულად მორთულ-მოპრანჭული (უგლუტენო) 42GEL
5. დიდი ჭყონის კუჭმაჭი, გაწურული მაწვნით 34GEL
6. ოჯალეშში მომზადებული ლობიო - მეგრულ ფრანგული დიალოგი. ძან კაია! (ვეგანური) 27GEL
მეგრული დესერტი
1. ნადუღის ჰაეროვანი კრემი, ლიმონის ცედრით, მჭადის მიწით (ვეგეტარიანული, უგლუტ.) 10GEL
2. გებჟალიას ბურთი გაწურული მაწვნის გულსართით, მორთმეული მობრაწულ მსხალთან 17GEL
3. გამომცხვარი ვაშლი, წანდილით დატენილი. მორთმეული თაფლიან ღომზე (ვეგანური) 18GEL
4. სეზონური ხილისა და მჭადის ქრამბლი, მსხლიანი მჭადით შთაგონებული (ვეგანური) 22GEL