დეგუსტაცია ქეთოსთან
თავისუფლება რუსული რეჟიმის მძევლებს!
დეგუსტაცია ქეთოსთან
მენიუს შესახებ
მენიუ განკუთვნილია ღვინის პროფესიონალთათვის, აგრეთვე იმ მოგზაურებისათვის, ვისაც სურს, შედარებით სიღრმისეულად გაეცნოს დასავლეთ საქართველოს ნაცნობი, თუ უცნობი ტერუარების, ვაზის ადგილობრივი, ენდემური ჯიშების მოსავლებისგან დაყენებულ ბუნებრივ ღვინოებს. ღვინის დეგუსტაციას უძღვება საოჯახო მარან ოდას დამფუძნებელი, ღვინის მწერალი, ესეისტი ქეთო ნინიძე.
ღვინის დეგუსტაციის პარალელურად ქეთო ნინიძე ისაუბრებს სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებულ, უნიკალურ ტრადიციებზე, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოების თავისებურებებზე, მეგრული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშების აღდგენის მცდელობებსა და საოჯახო მარნის, ოდას ადგილზე სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის უახლეს ისტორიაში.
მენიუ მოიცავს
ექვსი დასახელების, სადეგუსტაციო პორცია (50 მლ.) ღვინოს. ღვინოები დაყენებულია ორგანული ვენახების მოსავლისგან, დანამატების გარეშე.
ტურს ვენახსა და მარანში, ღვინის მწარმოებელთან ერთად;
ტურისა და დეგუსტაციის ხანგრძლივობა - 2,5-3 საათი;
ფასები:
9-16 Pers - 65 GEL/Pers (დღგ-ს ჩათვლით);
4-8 Pers - 75 GEL/Pers (დღგ-ს ჩათვლით);
1/3 Pers - 400 GEL/Group (დღგ-ს ჩათვლით);
16+ Pers - პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება;
კომპანიებისთვის, რომლებიც მარტვილში ორგანიზებას უწევენ სერიულ ტურებს (თვეში 3 და მეტი ტური) განვიხილავთ ინდივიდუალურ შეთავაზებებსა და დამატებით შეღავათებს. დაგვიკავშირდით ელფოსტაზე oda.wines@gmail.com
კომპანიებისა და ტურისტული გიდებისთვის, ვისთანაც არ გვქონია თანამშრომლობის გამოცდილება, პირველ ვიზიტზე საჭიროა სადილის სრული ღირებულების 30-50%-ის (დამოკიდებულია ჯგუფის მოცულობაზე) ავანსით დაზღვევა.
ვარდისფერი
ორბელური ოჯალეში 2024. ვარდისფერი, მშრალი. ლეჩხუმი, საკახიერი (ორბელი, ცაგერი).
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში.
2. შიშველი ოჯალეში 2024. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი).
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში.
ქარვისფერი
3. ცოლიკოური 2024. ქარვისფერი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ლეშკედა (სპათაგორი, ცაგერი);
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში, ჭაჭაზე, 6 თვით.
4. ცოლიკოური 2024. ქარვისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული, ჭაბურთა (თამაკონი, ნახუნაო / მარტვილი).
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში, ჭაჭაზე, 6 თვით.
წითელი
5. მარო 2024. წითელი, მშრალი. იმერეთი, სოფ. ბანგვეთი (გორდი, ხონი), რაჭა, სოფ. ბოსტანა (სადმელი, ამბროლაური).
ჯიშური შემცველობა - ცოლიკოური, ძელშავი. დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, ძელშავის ჭაჭაზე ხანმოკლე მაცერაციით, დავარგებულია უდედოდ, ქვევრში, 6 თვით.
6. ოჯალეში 2024. წითელი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი).
დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე.