×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
    • “უცნობი

    უცნობი სამეგრელო 2024

    150

    გაზიარება:

    მენიუ აერთიანებს მეგრული სამზარეულოს უცნობ, მივიწყებულ კერძებს, რომლებიც ამ შვიდი წლის მანძილზე ოდას გუნდმა შეისწავლა, გააცოცხლა და, ერთგვარად, ახალი კონტექსტი შესძინა. ამ საავტორო კერძებს მხოლოდ საოჯახო მარან „ოდაში“ გასინჯავთ. მენიუ, აგრეთვე, მოიცავს კერძებთან გემოვნურად შეხამებულ, მეგრულ, იმერულ და ლეჩხუმურ, ბუნებრივ ღვინოებს.

    სადილს მასპინძლობს ოდას დამფუძნებელი, ღვინის მწერალი, ესეისტი, ქეთო ნინიძე.

    • მენიუ მოიცავს 8 თავ (გასაზიარებელ) კერძსა და 5 ღვინოს (100 მლ.);
    • მენიუ მოიცავს მარტვილის ორგანულ ჩაის / ყავას, მთის წყლის, მინაში ბოთლირებულ წყალსა და ნედლ საფუარზე მომზადებულ პურს;
    • ლანჩის ხანგრძლივობა - 3 საათი;

     

    ფასები:

    3+ სტუმარი - 150 ლარი (პერსონაზე); 
    1-3 სტუმარი - 400 ლარი (ჯგუფზე);
    პარტნიორებისთვის მოქმედებს ფასდაკლება 18+ სტუმრის შემთხვევაში.

    ფასები ტურისტული გიდებისა და მძღოლებისთვის:

    5+ სტუმარი - 30 ლარი 
    1-4 სტუმარი - 60 ლარი 


    მადისაღმძვრელი
    1. გაძღირკიას რიტუალური გუნდა - მოწალული ჭინჭრის (/ისპანახის / ჭარხლის ფოთლის) გუნდა ბაჟას საწბელში.

    სალათი
    2. ჩინჩოლია სალათი ქორფა პომიდვრით, ნადუღითა და დაძენძილი ჭყინტი ყველით, მზესუმზირის ოჯახურ ზეთსა და მწვანე აჯიკაში;
    3. ხულიშ ლეჭკერეს (კეჟერას ბოლქვის მწნილი) სალათი - კაჭაბით შენელებული ხარკალია ლებიათი (კეკალი ლობიო) და ჩაჩამუტა ჭკიდით (პატარა კეცის მჭადით); 

    გამომცხვარი
    4. გებჟალია-ხაჭაპური „ლამბერტი“, აფხაზური ძრძით, ჩვენი ბაღის პიტნითა და შაშკვლავით;

    მთავარი კერძი
    5. აჯიკით შენელებული, მოხრაკული ვარიკა, წიწაქის ცინცხალ, ხასხასა საწბელში;
    6. მისი უდიდებულესობა, მეგრული, ნიგვზიანი ხარჩო ხურმისა და პომიდვრის ჩირეულით მორთულ-მოჩითული;

    ღომის თემაზე
    7. ელარჯის აფხაზური ვარიანტი, ჩვილი და ჭრაჭუნა კაზლა ყველით მომზადებული ყუათიანი ჩემქვა, სხვადასხვა აჯიკებით;

    დესერტი
    8. გებჟალიის დესერტი მსხლის მურაბითა და მჭადის ფუჩხოლიათი.

     

    ღვინოები
    ცოლიკოური 2023
    თეთრი, მშრალი.
    ქვევრი. 
    იმერეთი (ისტორიული სამეგრელო), სოფ. ბანგვეთი.
    საოჯახო მარანი „ოდა“.

    ცოლიკოური 2023
    ქარვისფერი, მშრალი.
    ქვევრი. 
    სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა.
    საოჯახო მარანი „ოდა“.

    შიშველი ოჯალეში 2023
    ვარდისფერი, მშრალი.
    უჟანგავი რეზერვუარი. 
    სამეგრელო, სოფ. თარგამეული. 
    საოჯახო მარანი „ოდა“.

    ორბელური ოჯალეში 2022
    წითელი, მშრალი.
    ქვევრი. 
    ლეჩხუმი, სოფ. ორბელი.
    საოჯახო მარანი „ოდა“.

    ოჯალეში 2022
    წითელი, მშრალი.
    ქვევრი. 
    სამეგრელო, სოფ. თარგამეული.
    საოჯახო მარანი „ოდა“.

    ფასი
    150
    ნანახია
    14102