×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია
    • “დეგუსტაცია

    დეგუსტაცია ქეთოსთან ერთად 2024

    70

    გაზიარება:

    მენიუ განკუთვნილია ღვინის პროფესიონალთათვის, აგრეთვე იმ მოგზაურებისათვის, ვისაც სურს, შედარებით სიღრმისეულად გაეცნოს დასავლეთ საქართველოს ნაცნობი, თუ უცნობი ტერუარების, ვაზის ადგილობრივი, ენდემური ჯიშების მოსავლებისგან დაყენებულ ბუნებრივ ღვინოებს. ღვინის დეგუსტაციას უძღვება საოჯახო მარან „ოდას“ დამფუძნებელი, ღვინის მწერალი, ესეისტი ქეთო ნინიძე.
    ღვინის დეგუსტაციის პარალელურად ქეთო ნინიძე ისაუბრებს სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებულ, უნიკალურ ტრადიციებზე, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოების თავისებურებებზე, მეგრული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშების აღდგენის  მცდელობებსა და საოჯახო მარნის, „ოდას“ ადგილზე სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის უახლეს ისტორიაში;
    • მენიუ მოიცავს 6  ჭიქა, სადეგუსტაციო პორცია (80 მლ.) ღვინოს;
    • შეთავაზება მოიცავს ტურს ვენახსა და მარანში; 
    • ტურისა და დეგუსტაციის ხანგრძლივობა - 1,5-2 საათი;

    ფასები:

    • 8 - 16 სტუმარი - 60 ლარი (ფასი პერსონაზე);
    • 3-7 სტუმარი - 70 ლარი (ფასი პერსონაზე);
    • 1 ან 2 სტუმარი - 200 ლარი (ფასი ჯგუფზე);
    • 16+ სტუმრის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.

    თეთრი
    1. ცოლიკოური 2023. თეთრი, მშრალი. იმერეთი, სოფ. ბანგვეთი (ხონი).
    დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, უდედოდ, ქვევრში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    ქარვისფერი
    2. ცოლიკოური 2023. ქარვისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (მარტვილი).
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, ხანმოკლე მაცერაციით. დავარგებულია უდედოდ, ქვევრში 7 თვით.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    ვარდისფერი
    3. შიშველი ოჯალეში 2023. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (მარტვილი).
    დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    4. ირინა 2023. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (მარტვილი) /ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი).
    ჯიშური შემცველობა - ცოლიკოური, ორბელური ოჯალეში. დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    წითელი
    5. ალადასტური-ცოლიკოური 2023. წითელი, მშრალი. იმერეთი, სოფ. როხი (ბაღდათი). 
    ჯიშური შემცველობა - ალადასტური, ცოლიკოური. დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, ძელშავის ჭაჭაზე ხანმოკლე მაცერაციით, დავარგებულია უდედოდ, ქვევრში, 6 თვით. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.  

    6. ორბელური ოჯალეში 2022. წითელი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი). 
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, დავარგებულია ქვევრში, 6 თვით. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.  

    ფასი
    70
    ნანახია
    30126