×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda
    • “ღვინისა
    • “ღვინისა
    • “ღვინისა
    • “ღვინისა
    • “ღვინისა

    ღვინისა და კერძის შეხამება 2023

    40

    გაზიარება:

    მენიუ, უმეტესად, განკუთვნილია მოგზაურებისთვის, რომლებიც კარგად არ იცნობენ დასავლეთ საქართველოს ღვინოებს და სურთ, ერთი მხრივ, ღვინის, მეორე მხრივ კი - ღვინისა და რეგიონული სამზარეულოს შეხამებით გაეცნონ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი - სამეგრელოს გასტრონომიულ კულტურას. 
    • მენიუ მოიცავს 4  ღვინოსა (90 მლ.) და მათთან გემოვნურად შეხამებული 4 მეგრული კერძის სადეგუსტაციო პორციას;
    • სტუმრებს დაურიგდებათ ბარათები, ღვინოებისა და კერძების შესახებ ინფორმაციით (ქართულ / ინგლისურ ენაზე);
    • დეგუსტაციის ხანგრძლივობა - 1 საათი;
    • ჯგუფის წევრთა მინიმალური რაოდენობა - 2 პერსონა;
    • ფასი პერსონაზე - 40 ლარი 
    • 15-ზე მეტი სტუმრის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს ფასდაკლება.

    თეთრი
    1. ცოლიკოური 2022. თეთრი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი).
    დადუღებულია ჭაჭის გარეშე, ბუნებრივად, უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    კერძის შეხამება
    სეზონური, ხასიათიანი, ნიგვზიანი ფხალის გუნდა.

    ვარდისფერი
    2. ორბელური ოჯალეში 2021. ვარდისფერი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი).
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია 5 თვით, ქვევრში. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    კერძის შეხამება
    გებჟალიას ქორფა ხვეულა პიტნიანი, გაწურული მაწვნით.

    3. ირინა 2022. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. ჭაბურთა (მარტვილი), ლეჩხუმი, სოფ. ორბელი (ცაგერი).
    ჯიშური შემადგენლობა: ცოლიკოური, ორბელური ოჯალეში. 
    დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, უდედოდ. უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში.
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე. 

    კერძის შეხამება
    ბაჟას საწბელში შენელებული ქათამი ფუმფულა ჭვიშტარზე.

    წითელი
    4. ძელშავი 2021. წითელი, მშრალი. რაჭა, სოფ. ბოსტანა (ამბროლაური). 
    დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, დავარგებულია ქვევრში, 6 თვით. 
    ღვინო დაყენებულია ორგანული ვენახის მოსავლისგან, დანამატების გარეშე.  

    კერძის შეხამება
    მეგრული ხარჩო ნარგილეფ (გაცივებული) ელარჯის მობრაწულ ფირფიტაზე.

    ფასი
    40
    ნანახია
    29589