ცოლიკოური 2021. თარგამეული
40
საოჯახო მარნის - ოდას ქარვისფერი, მშრალი ცოლიკოური ბუნებრივი, გაუფილტრავი ღვინოა. დაყენებულია სამეგრელოში, სოფ. თარგამეულში (მარტვილი, თამაკონის თემი) მცირე, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული ორგანული ვენახის მოსავლისგან. ღვინო დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე 1 თვით. დავარგებულია ჭაჭის გარეშე, ქვევრში 6 თვით. ჩამოსხმულია მხოლოდ 800 ბოთლი.
Acl. 11% Vol
ფასი
40
ნანახია
27305