სადილი ღვინით
არაფერი არ არის ჩვეულებრივ, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან!
სადილი ღვინით
მენიუს შესახებ
სადილი ღვინით შედარებით დაბალბიუჯეტიანი მენიუა. ის გათვლილი მოგზაურებისთვის, რომლებსაც სურთ არა სრულყოფილი მეგრული გასტრონომიული გამოცდილების მიღება, არამედ, უბრალოდ, გემრიელი, ყუათიანი, ადგილობრივი სადილის მირთმევა და ღვინის გასინჯვა. მენიუ მოიცავს მარტივად მომზადებულ, თუმცა მადისაღმძვრელ, ქორფა კერძებს, შედარებით დიდი პორციებით.
მენიუ მოიცავს ოთხ თავ (ბარაქიანი პორციის) კერძსა და ერთ (150 მლ) ღვინოს;
ხანგრძლივობა - 2 სთ.
მინიმალური რაოდენობა - 6 Pers
ფასი - 45 GEL/Pers
თანმხლები პერსონალი - „ოდას“ პარტნიორი კომპანიებისთვის უფასო. სხვა შემთხვევაში - 25 GEL/Pers
21+ Pers - პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება;
21+ Pers.- ოდას დამფუძნებლის მასპინძლობა, მარნისა და ვენახის ტური უფასო. სხვა შემთხვევაში, მასპინძლობის/ტურის ღირებულებაა 100 GEL/Group
კომპანიებისა და ტურისტული გიდებისთვის, ვისთანაც არ გვქონია თანამშრომლობის გამოცდილება, პირველ ვიზიტზე საჭიროა სადილის სრული ღირებულების 30-50%-ის (გააჩნია, ჯგუფის მოცულობას) ავანსის სახით ჩარიცხვა.
კერძები:
1. პომიდვრის სალათი კახურ ზეთში და მწვანე აჯიკაში, ჩვენი ბოსტნის მწვანილეულით, შოთის პური;
2. მარტვილის სულგუნი და მუხუდოთი გამომცხვარი, სანელებლებიანი, ცხელი მჭადი;
3. ღომი ფუჩხოლიათი (ინდივიდუალურად);
4. მობრაწული ვარიკა, ჩვენი ეზოს ტყემლითა და მეგრული აჯიკებით.
ღვინო:
ცოლიკოური 2023. თეთრი, მშრალი. იმერეთი, სოფ. გორდი.