არაფერი არ არის ჩვეულებრივ, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან!
შეთავაზება ითვალისწინებს ერთი მეგრული კერძის მომზადებას, რომელთა შორის შეიძლება იყოს ელარჯი, სულგუნი, გებჟალია, მეგრული ხაჭაპური, ან - ყვალამ კვარები.
ფორმატი - სტუმრებს დახვდებათ, ნაწილობრივ, მომზადებული ინგრედიენტები (მზა ცომი, დაკრეფილი და სუფთა მწვანილი, საჭიროების შემთხვევაში, დამუშავებული ყველი). ამ ინგრედიენტებით, ოდას მზარეულის მითითებების საფუძველზე, ისინი ადგილზე ამზადებენ კერძს, ან, სურვილისამებრ, უყურებენ, როგორ ამზადებს თავად მზარეული. კერძის მომზადების შემდეგ სტუმრები მას მიირთმევენ;
ჯგუფის მოცულობა - სადილის მენიუს „აღმოაჩინე სამეგრელო“ შეკვეთის შემთხვევაში, ჯგუფში წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის. სხვა შემთხვევაში მაქსიმალური რაოდენობაა 7 Pers
-ფასი - 80 GEL/Group
შეთავაზება ითვალისწინებს ერთი მეგრული პასტის მომზადებას, რომელთა შორის შეიძლება იყოს წითელი აჯიკა, მწვანე აჯიკა, ან კაჭაბი.
ფორმატი - სტუმრები, ნაწილობრივ მომზადებული ინგრედიენტებით (გასუფთავებული მწვანილი, გარჩეული ნიგოზი, ნიორი), ოდას მზარეულის მითითებების საფუძველზე, ადგილზე ამზადებენ პასტას, ან, სურვილისამებრ, უყურებენ, როგორ ამზადებს თავად მზარეული. პროდუქტის გამზადების შემდეგ სტუმრები მას ათავსებენ საგანგებოდ მომზადებულ ქილაში, უკეთებენ ოდას ბრენდულ, ფერად ეტიკეტს და ამზადებენ თან წასაღებად;
ჯგუფში წევრების მინიმალური რაოდენობა - 3 Pers
ფასი - 60 GEL/Pers