დეგუსტაცია ქეთოსთან
არაფერი არ არის ჩვეულებრივ, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან!
დეგუსტაცია ქეთოსთან
მენიუს შესახებ
მენიუ განკუთვნილია ღვინის პროფესიონალთათვის, აგრეთვე იმ მოგზაურებისათვის, ვისაც სურს, შედარებით სიღრმისეულად გაეცნოს დასავლეთ საქართველოს ნაცნობი, თუ უცნობი ტერუარების, ვაზის ადგილობრივი, ენდემური ჯიშების მოსავლებისგან დაყენებულ ბუნებრივ ღვინოებს. ღვინის დეგუსტაციას უძღვება საოჯახო მარან ოდას დამფუძნებელი, ღვინის მწერალი, ესეისტი ქეთო ნინიძე.
ღვინის დეგუსტაციის პარალელურად ქეთო ნინიძე ისაუბრებს სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებულ, უნიკალურ ტრადიციებზე, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოების თავისებურებებზე, მეგრული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშების აღდგენის მცდელობებსა და საოჯახო მარნის, „ოდას“ ადგილზე სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის უახლეს ისტორიაში.
მენიუ მოიცავს ექვსი დასახელების, სადეგუსტაციო პორცია (80 მლ.) ღვინოს. ღვინოები დაყენებულია ორგანული ვენახების მოსავლისგან, დანამატების გარეშე.
მენიუ მოიცავს ტურს ვენახსა და მარანში, მეღვინესა და ღვინის მწერალთან ერთად;
ტურისა და დეგუსტაციის ხანგრძლივობა - 2,5-3 საათი;
ფასები:
9-16 Pers - 60 GEL/Pers
4-8 Pers - 75 GEL/Pers
1/3 Pers - 300 GEL/Group
16+ Pers - პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.
კომპანიებისა და ტურისტული გიდებისთვის, ვისთანაც არ გვქონია თანამშრომლობის გამოცდილება, პირველ ვიზიტზე საჭიროა დეგუსტაციის სრული ღირებულების 30-50%-ის (გააჩნია, ჯგუფის მოცულობას) ავანსის სახით ჩარიცხვა.
თეთრი
1. ცოლიკოური 2023. თეთრი, მშრალი. იმერეთი, სოფ. ბანგვეთი (გორდი, ხონი).
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ.
ქარვისფერი
2. ცოლიკოური 2024. ქარვისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი).
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში, მესამედ ჭაჭაზე, 6 თვით.
ვარდისფერი
3. შიშველი ოჯალეში 2024. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი).
დადუღებული და დავარგებულია ბუნებრივად, ქვევრში.
4. შუშის კედელი 2023. ვარდისფერი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი) /ლეჩხუმი, სოფ. ლეშკედა (სპათაგორი, ცაგერი).
ჯიშური შემცველობა - ოჯალეში (50%), ცოლიკოური (50%). დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია ქვევრში, 6 თვით.
წითელი
5. მარო 2024. წითელი, მშრალი. ლეჩხუმი, სოფ. ლეშკედა (ცაგერი), რაჭა, სოფ. ბოსტანა (ამბროლაური).
ჯიშური შემცველობა - ცოლიკოური, ძელშავი. დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, ძელშავის ჭაჭაზე ხანმოკლე მაცერაციით, დავარგებულია უდედოდ, ქვევრში, 6 თვით.
6. ოჯალეში 2023. წითელი, მშრალი. სამეგრელო, სოფ. თარგამეული (თამაკონი, მარტვილი).
დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე.