აღმოაჩინე სამეგრელო
თავისუფლება რუსული რეჟიმის მძევლებს!
აღმოაჩინე სამეგრელო
მენიუს შესახებ
მენიუ სტუმრებს სთავაზობს ავთენტურ და თანამედროვე მეგრულ გასტრონომიულ კულტურაში მოგზაურობის გამოცდილებას. ის აერთიანებს რეგიონული სამზარეულოს ნაცნობ და უცნობ, მივიწყებულ კერძებს, რომლებიც ამ ცხრა მანძილზე ოდას გუნდმა შეისწავლა, გააცოცხლა და, ერთგვარად, ახალი კონტექსტი შესძინა მსოფლიოს გასტრონომიულ კულტურასთან შერწყმის (fusion) თვალსაზრისით. ამ საავტორო კერძებს მოგზაურები მხოლოდ საოჯახო მარან ოდაში გასინჯავენ. ასევე, მოისმენენ ამბებს, რომლებიც მათ ტრადიციებს თუ შეგროვების ისტორიას უკავშირდება. მენიუ მოიცავს კერძებთან გემოვნურად შეხამებულ, მეგრულ, ლეჩხუმურ და რაჭულ ბუნებრივ ღვინოებს, რომლებიც საქართველოს გარდა, მსოფლიოს უკვე 12 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
მენიუ მოიცავს
შვიდ თავ (გასაზიარებელ) კერძს;
პურს;
ოთხი სახეობის (75 მლ) ღვინოს;
სადესერტო სასმელს;
ბოთლის წყალს (0.5 ლ/პერს);
ჩაის/ყავას;
ელარჯის სანახაობას;
ხანგრძლივობა - 3 სთ.;
მინიმალური რაოდენობა - შეუზღუდავი;
ფასები:
14-21 Pers - 70 GEL/Pers (დღგ-ს ჩათვლით)
4-13 Pers - 85 GEL/Pers (დღგ-ს ჩათვლით)
1-3 Pers (თანმხლები პერსონალის გარეშე) - 350 GEL/Group (დღგ-ს ჩათვლით)
თანმხლები პერსონალი - ოდას პარტნიორი კომპანიებისთვის 3+ სტუმრის შემთხვევაში, უფასო. სხვა შემთხვევაში - 35 GEL/Pers. (დღგ-ს ჩათვლით)
12+ Pers.- ოდას დამფუძნებლის მასპინძლობა, მარნისა და ვენახის ტური უფასო. სხვა შემთხვევაში, მასპინძლობის/ტურის ღირებულებაა 150 GEL/Group (დღგ-ს ჩათვლით)
30+ Pers - ოდას პარტნიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება;
კომპანიებისთვის, რომლებიც მარტვილში ორგანიზებას უწევენ სერიულ ტურებს (თვეში 3 და მეტი ტური) განვიხილავთ ინდივიდუალურ შეთავაზებებსა და დამატებით შეღავათებს. დაგვიკავშირდით ელფოსტაზე oda.wines@gmail.com
მეგრული ფოლკლორული სიმღერების შემსრულებელი ანსამბლის, მარგალეფის პროგრამა - 800 GEL.
კომპანიებისა და ტურისტული გიდებისთვის, ვისთანაც არ გვქონია თანამშრომლობის გამოცდილება, პირველ ვიზიტზე საჭიროა სადილის სრული ღირებულების 30-50%-ის (დამოკიდებულია ჯგუფის მოცულობაზე) ავანსით დაზღვევა.
კერძები:
მადისაღმძვრელი
1. ტყლაპის ტაკო, კაჭაბეთი და ცოცხალი მწვანილეულით შენელებული ხარკალია ლებიას (კეკალი ლობიო) შიგთავსით, მწნილეულის მჟავე შტრიხებით;
2. ნარგილეფ (გაცივებული და მობრაწული) ღომის ბრუსკეტები ზეითუნის ზეთში მარინირებული, ჩვენი ეზოს ხურმის ჩირითა და ნადუღით;
სალათი
3. ფუჩხოლია სალათი ბაჟას საწბელში ამოვლებული ჩვენი ეზოს ჭყინტი ბარდით, მუხუდოთი, ცულისპირითა და მჭადის ფუჩხოლიებით;
გამომცხვარი
4. ლამბერტი - მეგრულ-იტალიური ქორწილი. ბურატა-პიცათი შთაგონებული გებჟალია-ხაჭაპური;
მთავარი კერძი
5. ელარჯი მწყემსურად, ხის დაფაზე;
6. მისი აღმატებულება, არომატული, ყუათიანი მეგრული ხარჩო,
გოგრის მარცვლებითა და პომიდვრის ჩირით მორთულ-მოპრანჭული;
/ ვეგეტარიანული ვერსია:
მეგრული ხარჩო ოსპისა და მუხუდოს ბურთებით;
დესერტი
7. ჰაეროვანი ნადუღის კრემი ლიმონით, მსხლის ჩიპსით, მჭადის ფქვილის მიწით.
ღვინოები:
1. ორბელური ოჯალეში 2024. ვარდისფერი, მშრალი. ქვევრი. ლეჩხუმი (ორბელი)
2. ცოლიკოური 2024. ქარვისფერი, მშრალი. ქვევრი. სამეგრელო (მარტვილი)
3. ძელშავი 2024. წითელი, მშრალი. ქვევრი. რაჭა (ბოსტანა)
4. ოჯალეში 2024. წითელი, მშრალი. ქვევრი. სამეგრელო (თარგამეული)
ოდას საჩუქარი
გურიაში ჩვენი ლიმონის ბაღის 2025 წლის მოსავლისგან დამზადებული პიკანტური ლიმონჩელო.